Tuesday, November 18, 2008

დედამიწის განძი

პროექტის სახელი: მაღაროები და ჭაბურღილები - დედამიწის განძი
პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები გააცნობიერებენ თუ რა არის დედამიწის განძი. შეისწავლიან მაღაროებს და ჭაბურღილებს.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოიპოვებენ ინფორმაციას დედამიწის განძის შესახებ. შეისწავლიან როგორ წარმოიშვა წიაღისეული. გაარკვევენ მის სარგებლობას და გამოიკვლევენ დღესაც წარმოიქმნება თუ არა დედამიწის წიაღში მადანი. მოიძიებენ რა წიაღისეული მოიპოვება თავიანთ ქვეყანაში და რა მეთოდებით იღებენ მადანს. შეისწავლიან მაღაროებს და ჭაბურღილებს. დაადგენენ მათ დადებით და უარყობით მხარეს. შეისწავლიან ძვირფას ქვებს.
მონაწილე ასაკი/კლასები: 12-17/VII-XII
ვადები/ხანგრძლივობა:2009წ. იანვარი-მაისი
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება, გადანაწილება. კატეგორიზაცია. ცდების ჩატარება. დიაგრამების შედგენა. ჩანაწერთა დღიურების შექმნა. ეროვნული ფასეულობების გამყარება.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: ჩანახატები, დიაგრამები, დღიურები, ფოტოგამოფენა, პრეზენტაციები, ბლოგი.
სარგებელი სხვებისათვის: მოსწავლეების მიერ შექმნილი პროექტით გაეცნობიან დედამიწის განძს. მოიპოვებენ ინფორმაციას მაღაროებისა და ჭაბუფღილების შესახებ. გაეცნობიან მშობლიური ქვეყნის მნიშვნელოვან ადგილებს.
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ გეგმასთან კავშირი: ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია,მათემატიკა.
მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
პროექტის ფასილიტატორის სახელი: ნინო კოსტავა
პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: ninikostava@gmail.com
პროექტის ფორუმი:
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:dedamiwisgandzi.blogspot.com

No comments: